მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას - ჯერ კიდევ შეგიძლიათ, ეს აბსურდი შეაჩეროთ, შეწყვიტოთ პოლიტიკური ანგარიშსწორება და პროცესი დიალოგის რეჟიმში დააბრუნოთ

ნიკა მელიასთან დაკავშირებით დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, "ქართულ ოცნებას" ისედაც მწვავე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყანა ჩიხში შეყავს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის თქმით, მმართველ ძალას პროცესი ისევ უკიდურესი პოლარიზაციისკენ მიჰყავს.

„საქართველო ამდენ რყევას ვეღარ გაუძლებს და ნგრევაზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესები მალე შეუქცევადი გახდება. თქვენ, "ქართულ ოცნებას", გინდათ ძალაუფლების სრული კონტროლი, მაგრამ არ გინდათ პასუხისმგებლობის აღება. ჯერ კიდევ შეგიძლიათ, რომ ეს აბსურდი შეაჩეროთ, შეწყვიტოთ პოლიტიკური ანგარიშსწორება და პროცესი დიალოგის რეჟიმში დააბრუნოთ. ქვეყანას ჭირდება „გადატვირთვა“ და ეს უალტერნატივოდ არის ვადამდელი არჩევნები!“ , -წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა