იაპონიაში კორონავირუსის წინაამდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

იაპონიაში დღეიდან კორონავირუსის წინაამდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინების გავრცელების უწყების ხელმძღვანელის, ტარო კანოს განცხადებით, დღეიდან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით ქვეყნის 100 საავადმყოფოს 40 000-მდე ექიმსა და ექთანს აცრიან.

„ამ 40 000-დან 20 000 ექიმს და ექთანს თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ტემპერატურის, თავის ტკივილისა და ნებისმიერი სიმპტომის შესახებ დღიურის წარმოება ვთხოვეთ. ჩვენ მათ 21 დღის განმავლობაში დავაკვირდებით და ისინი ვაქცინის მეორე დოზის მიღებას 10 მარტიდან დაიწყებენ“, – განაცხადა ტარო კანომ.

ვაქცინაციის პირველი ეტაპის შემდეგ, პროცესი 3.7 მილიონი ექიმისთვის, ფარმაცევტისთვის, ექთნისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლისა და სხვა სამედიცინო მუშაკებისთვის ვაქცინის გაკეთებით გაგრძელდება. ქვეყანაში ხანდაზმულების იმუნიზაციის პროცესი აპრილში დაიწყება.

იაპონიის მთავრობა მთელი მოსახლეობის ვაქცინაციის დასრულებას წლის განმავლობაში გეგმავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა