აზერბაიჯანმა სომხეთს 106 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს კიდევ 106 დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების გადაცემის პროცესი რუსი სამშვიდობოების შუამავლობით განხორციელდა.

აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე 1 379 სომეხი სამხედროს ცხედარია აღმოჩენილი.

შეგახსენებთ, გასული წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი სამმხრივი განცხადება, რომელმაც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაასრულა, სხვა პირობებთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის დაღუპულების ცხედრების გაცვლასაც ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა