რუსეთში კორონავირუსის 12 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 467 პაციენტი

რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 12 828 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 112 151-ს მიაღწია, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული წლის 9 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც რუსეთში ერთ დღე-ღამეში ინფიცირების 12 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 467 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 81 446 -მდე გაიზარდა. რუსეთში, საერთო ჯამში, კოვიდ 19-სგან 3 642 582 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს