ირანის უზენაესი ლიდერი - ირანს ბირთვული შეთანხმების მხარეებისგან მოქმედება სჭირდება და არა სიტყვები

ირანს სურს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილე მხარეებისგან მოქმედება და არა სიტყვები იხილოს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ლამაზი სიტყვა და დაპირება, რომლებიც პრაქტიკულად გატეხეს და რომლის საპირისპირო ქმედებები განახორციელეს. სიტყვებსა და დაპირებებს შედეგი არ მოაქვს. ამჯერად, მხარეებისგან მხოლოდ მოქმედების ხილვა გვსურს და ჩვენც ვიმოქმედებთ”, - აღნიშნა ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მისი წინამორბედის მიერ 2018 წელს დატოვებულ ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება, თუ თეირანი ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს. თავის მხრივ, ირანი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას და ირანს დაწესებული სანქციები გაუუქმოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს