რუსული მედია - უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 19 ექსტრემისტი დააკავა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების მოწყობას გეგმავდა

რუსეთის ოთხ რეგიონში 19 ექსტრემისტი დააკავეს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმების მოწყობას გეგმავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე (FSB) დაყრდნობით ავრცელებს.

”უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გამოავლინა ექსტრემისტების ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაცია „ტაკფირ ვალ-ჰიჯრასთანაა“ დაკავშირებული. თებერვალში ყირიმში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, კრასნოდარსა და როსტოვში 19 რადიკალი დააკავეს, რომლებიც, თავიანთი იდეების პოპულარიზაციისა და ახალი მომხრეების გადაბირების გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში დივერსიული მოქმედებებისა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ”, - ნათქვამია უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულების სახლებისა და საიდუმლო შეხვედრების ადგილების ჩხრეკის დროს ექსტრემისტული ლიტერატურა ამოიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რეგიონის ტყეში კი იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. სამალავში ნაპოვნ იარაღებს შორის იყო : ტყვიამფრქვევი, AKM-ის ტიპის ავტომატი, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ე.წ. „შაჰიდის ქამარი“. "დაკავებულებს ბრალი ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედებათ,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი