გიგი უგულავა - გეგმებზე ჰკითხეთ გახარიას, ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა

გეგმებზე ჰკითხეთ გახარიას. ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა გეგმები აქვს ოპიზიციას ნიკა მელიასთან მიმართებით.

გიგი უგულავას განმარტებით, ოპოზიცია კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებს.

"ჟურნალისტებმა კითხვა- „რა გეგმები გაქვთ“ - მე მგონი, ეს უნდა ჰკითხოთ გახარიას და გომელაურს. ჩიხში ისინი არიან. ჩვენ ვართ შენობაში, ისინი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომ 8 წელიწადია ჩვენ ვართ გარეთ და ისინი... გამაგრებული არ ვართ, ჩვენ ვართ ოფისში. გამაგრება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები წესრიგში არ აქვს და ასეთი, მე მგონი, ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, აქ არიან დეპუტატები...მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის და მითუმეტეს, ჩხრეკის. ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები. რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ! თქვენს სახლში მოძალადეს შეუშვებდით? მოძალადე გინდა ფორმიანი იყოს და გინდა უფორმო, დაგვავიწყდა, რომ „მხედრიონი“ იყო? უფორმო მოძალადეები ხომ იყვნენ?", - განაცხადა გიგი უგულავამ.

კითხვაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის აღასრულება ხომ არის, უგულავა ასე პასუხობს: "ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია". უგულავას თქმით, კონსტიტუცია ირღვევა.

"როდესაც სახელმწიფო წესრიგიდან გადის, როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს და მის ხუშტურს ემორჩილებიან და არა კანონს, მე,როგორც საქართველოს მოქალაქე ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და ჩემი ღირსება", - განაცხადა უგულავამ.

გაიზიარებენ თუ არა მის ამ პოზიციას ელჩები, უგულავას თქმით, ის დარწმუნებულია,რომ ვინც კონსტიტუციის მხარესაა, ვისაც ესმის, რა არის კონსტიტუცია და უზენაესი კანონი ის გაიზიარებს "და ვისაც ჯანსაღი აზრი, ჯერ კიდევ შერჩენია თავში, ის გაიზიარებს. „ვიმეორებ, გეგმებზე ჰკითხეთ გახარიას, ჩვენი შუალედური გეგმა, თუ მანამდე თოვლი არ დადნა, იქნება გუნდაობა", - განაცხადა უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა