ლევან ხაბეიშვილი - როგორ ვაპირებთ, მძევლად და ტყვედ არ გავატანოთ ნიკა მელია? ამას ვაპირებთ მშვიდობიანი გზით

ხელისუფლებას მოუწევს ჩვენზე გადავლა, რომ ნიკა მელიას ტყვედ აყვანა მოახერხოს. ნიკა მელიას ფიზიკურად დავიცავთ არა სამართლებრივი აქტის, ანუ დაკავებისგან, არამედ ტყვედ, მძევლად აყვანისგან, - ამის შესახენ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისი განმარტებით, ნიკა მელიას დაცვას მშვიდობიანი გზით აპირებენ, ხოლო, სასამართლოს მხრიდან კი, პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდებიან.

„მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული მოსამართლის სახელს და გვარს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კონკრეტული საკითხი სამართლებრივ სივრცეში არ განიხილება და „ქართულ ოცნებას" წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მისაღები. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას მშვიდობიანი გზით. აქედან, კიდევ ერთხელ გვსურს ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ ნიკა მელიას დაკავებას ისინი ვერ მოახერხებენ მარტივი რამის გამო - როდესაც ადამიანს დააკავებ, ამას სამართლებრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს. სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. თუ ისინი დააპირებენ ნიკა მელიას ტყვედ ან მძევლად აყვანას, ამის შესაძლებლობას ჩვენ არ მივცემთ. 16:00 საათზე გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება" მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ნებისმიერ შემთხვევაში, ამას ექნება პოლიტიკური კონტექსტი და არა სამართლებრივი. ეს დღეები ყველაფერს ცხადყოფს. საზოგადოებისთვის ნათელია, რომ კოლექტიური გავრილოვები ნიკა მელიას გასამართლებას აპირებენ იმის გამო, რაც თავად დააშავეს. თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა 19-20 ივნისს, ეს იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო გავრილოვის ჩამოყვანა, შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ალაფურშეტი" და შემდეგ კი, პარლამენტის სპიკერის სავარძელში მისი ჩაჯდომა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი.

რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, როგორ ვაპირებთ, მძევლად და ტყვედ არ გავატანოთ ნიკა მელია? ამას ვაპირებთ მშვიდობიანი გზით. მათ შორის, ხელისუფლებას მოუწევს ჩვენზე გადავლა, რომ ნიკა მელიას ტყვედ აყვანა მოახერხოს. ფიზიკურად დავიცავთ ნიკა მელიას არა სამართლებრივი აქტის, ანუ დაკავებისგან, არამედ ტყვედ, მძევლად აყვანისგან. საზოგადოება ხვდება, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არა სამართლებრივი. სამართლებრივი კონტექსტი სადამდეც იყო, იქამდე ამ საქმეზე გირაოც გადახდილი აქვს ნიკა მელიას. გავრილოვისთვის ხარკის გადახდას არ ვაპირებთ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა