ნიკა მელიას ადვოკატი - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი გამორჩეულია საკუთარი მორჩილებით და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის დიდი გამოცდილება გააჩნია

ნინო ჩახნაშვილი არის გამორჩეული საკუთარი მორჩილებით და გააჩნია დიდი გამოცდილება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის. ის იყო მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე და გამოიყენა პატიმრობა გიორგი რურუას მიმართ, - ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაესწრებიან სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტიურობა და პოზიციების არგუმენტირებულობა მოსამართლეზე არანაირ გავლენას არ მოახდენს.

,,სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა არის მორჩილი და ხელისუფლების ნების აღმსრულებელი. ამ აბსოლუტურ უმრავლესობაშიც კი, ნინო ჩახნაშვილი არის გამორჩეული საკუთარი მორჩილებით. მას სამწუხაროდ გააჩნია დიდი გამოცდილება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვის. ის იყო მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე და გამოიყენა პატიმრობა გიორგი რურუას მიმართ. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებას არ მოვისმენთ და მოვისმენთ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება გახმოვანებული მანტიაში ჩაცმული ადამიანის მიერ. ჩვენ, ბუნებრივია, დავესწრებით სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აქტიურობა და პოზიციების არგუმენტირებულობა არანაირ გავლენას არ მოახდენს მოსამართლეზე, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. ნიკა მელია იდევნება პოლიტიკური მოტივაციით და ამ შემთხვევაში სიმართლე არის ჩვენს მხარეს”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა