ალეკო ელისაშვილი მაია ცქიტიშვილს - რატომ ვერ მოახერხა თქვენმა უწყებამ ტექნიკური მარილი დაეყარა გზებზე, ხომ ვიცოდით წინასწარ, რომ თოვლი მოვიდოდა?!

რატომ ვერ მოახერხა თქვენმა უწყებამ ტექნიკური მარილი დაეყარა გზებზე, ხომ ვიცოდით წინასწარ, რომ თოვლი მოვიდოდა?! - ზუსტად რომ ეს მიუთითებს თქვენი უწყების და სტრუქტურის არაეფექტურობაზე, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ცქიტიშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში უსმენდნენ.

ელისაშვილის თქმით, დღეს, რაც გზებზე ხდება სრული კატასტროფაა.

„ყველამ ვნახეთ დღეს, რაც ხდება გზებზე თბილისშიც და მთელ საქართველოშიც. თბილისის მერის წილ პასუხისმგებლობაზე თქვენ ვერ გკითხავთ, მაგრამ უამრავი მანქანა დაიმტვრა და მოკლედ, არის სრული კატასტროფა. რატომ ვერ მოახერხა თქვენმა უწყებამ ტექნიკური მარილი დაეყარა გზებზე, ხომ ვიცოდით წინასწარ, რომ თოვლი მოვიდოდა?! რატომ მივიდა ამ კატასტროფამდე?! კი ბატონო, რაღაც გამოუსწორებელი მეორედ მოსვლა არ მომხდარა, მაგრამ მე ვფიქრობ, ზუსტად რომ ეს მიუთითებს თქვენი უწყების და სტრუქტურის არაეფექტურობაზე ან არ გაქვთ კომუნიკაცია მეტეოროლოგიურ სამსახურთან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა