ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და აშშ ერაყში მომხდარ თავდასხმას გმობენ

ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და აშშ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში 15 თებერვალს განხორციელებულ თავდასხმას გმობენ.

„ჩვენ: საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები უმკაცრესად ვგმობთ 15 თებერვლის სარაკეტო თავდასხმას ერაყის ქურთისტანის რეგიონში. სამძიმარს ვუცხადებთ დაზარალებულებს, მათ ოჯახებს და ერაყელ ხალხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აცხადებენ, მათი მთავრობები ერაყის მთავრობას აღნიშნული თავდასხმის გამოძიებაში დაეხმარებიან.

„ჩვენი მთავრობები ერაყის მთავრობას თავდასხმის გამოძიებაში დაეხმარებიან იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის სამხედრო ბაზაზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი - დაიჭრა. დაღუპული პირი სამოქალაქო კონტრაქტორია, დაჭრილებს შორის კი ერთი ამერიკელი სამხედროა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „სარაია ავლია ალ-დამმა“ აიღო. დაჯგუფების მტკიცებით, მათი სამიზნე ერაყში „ამერიკული ოკუპაცია“ იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო