თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყასემი ალი-აბადის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ირანის დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აქბარ ყასემი ალი-აბადს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ.

შეხვედრას ირანის სამხედრო ატაშე ებადოლა მოხთარი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა