დავით ზილფიმიანი მინისტრს - „ნაცმოძრაობის“ დროს იმის მეათედიც რომ გაეხსნათ, რაც თქვენ ბოლო 6 თვეში გახსენით, ლენტას წინიდანაც გაჭრიდნენ, უკნიდანაც, გვერდიდანაც და შუაშიც

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს იმის მეათედიც რომ გაეხსნათ, რაც თქვენ ბოლო 6 თვეში გახსენით, ლენტას წინიდანაც გაჭრიდნენ, უკნიდანაც, გვერდიდანაც და შუაშიც, იქნებოდა მთელი აჟიოტაჟი, - ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დავით ზილფიმიანმა ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, რომელმაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა.

ზილფიმიანის თქმით, დღეს, უწყებას მთავარი პრობლემა შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში აქვს.

„მე შევადარე აქეთა 9 წლის განმავლობაში გაკეთებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იქითა 9 წლის განმავლობაში გაკეთებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რატომ ვერ ხდება მოსახლეობისთვის ადეკვატური ინფორმაციის მიწოდება? უბრალო მაგალითს გეტყვით, იმის მეათედი რომ გაეხსნათ, რაც თქვენ ბოლო 6 თვეში გახსენით, იმ პერიოდში ლენტას წინიდანაც გაჭრიდნენ, უკნიდანაც, გვერდიდანაც და შუაშიც, ეს იქნებოდა მთელი აჟიოტაჟი. დღეს კი მუშაობთ, მაგრამ არ შეიძლება ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანასა და პოპულარიზაციაში ელემენტარული ხარჯები მაინც გავწიოთ?! ხალხმა იცოდეს რა გაკეთდა ან ის მაინც იცოდნენ მომავალში რა იგეგმება. ის რომ საიტზე იტვირთება, მერწმუნეთ, მოსახლეობისთვის არაფერს ნიშნავს. ეს შეიძლება დაინტერესებული პირებისთვის ნიშნავდეს რამეს. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სერიოზული პრობლემა გაქვთ. ამხელა სამუშაოს პარალელურად არ შეიძლება ინფორმაცია მოსახლეობისთვის მიუწვდომელი იყოს,“- განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს