ირაკლი ზარქუა - პირადად ჩემი მანქანაც ზაფხულის საბურავებით იყო აღჭურვილი და ამან გარკვეული შეფერხება გამოიწვია, უხვ ნალექს მომზადებული არ დავხვდით

პირადად ჩემი მანქანაც ზაფხულის საბურავებით იყო აღჭურვილი და ამან გარკვეული შეფერხება გამოიწვია - უხვ ნალექს მომზადებული არ დავხვდით, - ასე ახსნა დედაქალაქის ქუჩებში შექმნილი პრობლემები ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი წუხანდელი ღამიდან გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე, მობილიზებულია ტექნიკა და ქუჩებში 300 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

“გაწმედითი სამუშაოები ახლაც მიმდინარებს. მთელი მერია მობილიზებულია, თავისი „თბილსერვისით“, ეკოსერვისით, გამგეობებით და ემსახურებიან დედაქალაქს. მთელი ტექნიკა არის გამოყვანილი. დარწმუნებული ვარ, პრობლემას ბოლომდე მოაგვარებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის სხდომაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა