ნიკა მელიას ადვოკატი - თუ დღევანდელი პროცესი არ გახდება კიდევ ერთი მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური დაკვეთის განხორციელების, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, მხოლოდ გირაოს თანხის არგადახდა ვერ გახდება პატიმრობის გამოყენების საფუძველი თუ სასამართლო არ დაასაბუთებს, რომ არის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულების განადგურების საფრთხე.

როგორც კონდახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურას ჰიპოთეტური ვარაუდიც არ აქვს, რომ ნიკა მელიას ქმედებებისან გამომდინარე, მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არსებობს. მისივე თქმით, თუ დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება კიდევ ერთი მაგალითი პოლიტიკური დევნის, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გვექნება მყარი სამართლებრივი არგუმენტები, თუ რატომ არის შეუძლებელი ნიკა მელიასთან მიმართებით არათუ პატიმრობის, არამედ რაიმე სახის აღკვეთი ღონსძიების გამოყენება. მიგვაჩნია, რომ პატიმრობაზე საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების საფუძველი და რისკები - მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადების ან მტკიცებულებათა განადგურების რისკი და ამ ფონზე თუნდაც ფორმალური, გირაოზე გირაოს თანხის სიმბოლურად არგადახდის შემთხვევაში სასამართლო მოკლებულია კანონის მიზნებიდან გამომდინარე ნიკა მელიას შეუფარდოს აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება. ჩვენი არგუმენტი არის ის, რომ ნიკა მელიას დაახლოებით ორი წლის განმავლობაში არც მიმალვა უცდია, არც ახალი დანაშაული ჩაუდენია და არც მტკიცებულების განადგურების შემთხვევა ყოფილა. ამიტომ, თუ სასამართლო სამართლებრივ სივრცეში დარჩება და თუ დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება კიდევ ერთი აშკარა მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური დაკვეთის განხორციელების, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ უნდა დააკმაყოფილოს”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე განმარტებით, შეუძლებელია, მოსამართლემ დაადასტუროს, რატომ უნდა დააპატიმრონ მელია.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში დასტურდება არა ის, რომ ნიკა მელია კანონთან წინააღმდეგობაშია, არამედ ის, რომ ნიკა მელიასთან მიმართებით კანონი განიმარტება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

მინდა დავიჯერო, რომ სასამართლო დღეს მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე და არ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც სამართლებრივი საფუძველი არ ექნება”,- განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, თუმცა, ნიკა მელიამ აღნიშნული ელექტრონული სამაჯური 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ უწყების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებაც დაეკისრა - მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ, ნიკა მელია გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინ მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე ნებართვა პარლამენტმა მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გუშინ, 88 ხმით მოუხსნა.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი