ნინო გოგუაძე ნიკას მელიას საქმეზე - აქ ვიდგები და პოლიციას თუ უნდა გადამიაროს!

აქ ვიდგები და პოლიციას თუ უნდა გადამიაროს! - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა, პასუხისმგებლობას უნდა იგრძნოს იმაზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდება.

„როდესაც დგება დრო, რომ კანონის სახელით უსამართლობას ჩადიან, მოქალაქეები ვალდებულები ვართ, რომ სამართლის გამო, ეს უსამართლო კანონი დავარღვიოთ. დღეს ასეთი დროა! ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას. ასე რომ არ ვიცით, რა მოხდება... ფიზიკურად გადაგვიარონ! "ქართული ოცნების" 88 დეპუტატი, რომელმაც მწვანე შუქი აანთეს და ნიკა მელია ორჯერ დაიჭირეს, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, იმაზე რაც აქ მოხდება. აქ ვიდგები და პოლიციამ გადამიაროს თუ უნდა!“ - განაცხადა გოგუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა