გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 22% „ბრიტანულ“ ვარიანტზე მოდის

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 22% „ბრიტანულ“ ვარიანტზე, B117-ზე, მოდის, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი 2 კვირის წინ 6%-ს შეადგენდა.

იენს შპანის განმარტებით, გერმანიამ უნდა დაუშვას ის, რომ აღნიშნული ვარიანტი მალე დომინანტური გახდება.

მინისტრმა რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ე.წ. „ბრიტანული ვარიანტით“ დაინფიცირების მაჩვენებელი ყოველ კვირაში ორმაგდება.

რაც შეეხება ვირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს“, იენს შპანის ინფორმაციით, ის ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების 1.5%-ის გამომწვევია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ ცოტა ხნის წინ ლაბორატორიებს დაფინანსება გაუზარდა იმისთვის, რომ მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ვარიანტების გავრცელების შესახებ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა