მაია ცქიტიშვილი - კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს

კახეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, ვიწყებთ ახალ მასშტაბურ პროექტს - თბილისი - საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის მშენებლობას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კახეთის უფრო მეტად დაახლოებისთვის ქალაქთან და რა თქმა უნდა, ტურიზმის ხელშეწყობისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, კახეთში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მათ შორის იგეგმება გურჯაანიდან შემოვლითი გზის დასრულება, ასევე წელს დაიწყება ბაკურციხე-წნორის გზის სამუშაოები, იგეგმება თიანეთი-ახმეტის გზის დასრულება და მრავალი სხვა.

„ყველამ ვიცით, რომ რეგიონებში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ეს ეხება მუნიციპალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის გზებსაც. სწორედ ამიტომ არის ყველას საერთო სურვილი რომ მეტი დაფინანსება გამოიყოს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ. პირველ ეტაპზე, ვირჩევთ პრიორიტეტულ პროექტებს, რომ შემდგომში გადავიდეთ სხვა სამუშაოებზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას კახეთის ავტობანთან დაკავშირებით, მინისტრმა დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში ტენდერი გაიმართება და შესაბამისად, მისი დასრულების შემდეგ, წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი ამ სამუშაოების დაწყება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტენდერი წარმატებით ჩაივლის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა