სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე - შემიძლია ვურჩიო და მოვუწოდო, რომ ნუ ეშინია

სააკაშვილი თვითონ ვერ ბედავს ჩამოსვლას და სხვებს აქეზებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და შევიდნენ ციხეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონი ყველასთვის კანონია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

"ერთადერთი შემიძლია ვურჩიო, მოვუწოდო, რომ ნუ ეშინია. კარგი იქნებოდა, დღესაც მისულიყო სასამართლოში და იქ ემტკიცებინა რამდენად მართებული იყო მის მიმართ რაც პროკურატურამ მოითხოვა. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და ეს ზედმეტი კუნთების თამაში, რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერი აკეთებს და განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც აქეზებს ადამიანს, თვითონ ვერ ბედავს ჩამოსვლას და სხვებს აქეზებს რომ არ დაემორჩილონ კანონს და შევიდნენ ციხეში, არ არის ეს მისი მხრიდან ღირსეული საქციელი, თუმცა, ღირსეული საქციელი მე არც მახსენდება მაინცდამაინც ბატონი სააკაშვილის მხრიდან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, თუ სასამართლომ გამოიტანა დაპატიმრების გადაწყვეტილება შსს იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

"ვერც გავრილოვის, ვერც ჟირინოვსკის, ვერც ზიუგანოვის და ვერც ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება ადამიანი, რომელიც სამართალს და კანონს გაურბის. ვერ დაიფარავს იმათი ზურგები, ტყუილად ებღაუჭებიან, ტყუილად უვარდებიან კალთაში, ვერანაირი კასრები და შეშები სამართლის აღსრულების პროცესს ვერ შეაჩერებს", - განაცხადა სუბარმა.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი