შსს-ს განმარტებით, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან ახლოს მდებარე ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და  სამართალდამცავების განსაკუთრებულ მობილიზებას ადგილი არ აქვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მეორე განყოფილების ბაზა მდებარეობს, სამართალდამცავების მობილიზებაა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღიურად ხდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

„აღნიშნულ ადგილზე მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა. იქ ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების გადაადგილება. დღეს არაფერი განსაკუთრებული აღნიშნულ ბაზაზე არ ხორციელდება“, - განაცხადეს შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი დგას, რომელთა ნაწილშიც სამართალდამცავები სხედან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა