მამუკა ხაზარაძე - ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია - ქვეყანა გადასარჩენია, თორემ ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!

ხელისუფლებას, რომელიც გავრილოვისა და ჩვენი ქვეყნის მტრების გულის გასახარად მოქმედებს, დიდი დღე არ უწერია, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

როგორც ის „ფეისბუქზე“ წერს, ქვეყანა გადასარჩენია, „თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!“

„აქ საქმე მარტო ნიკა მელიას მიმართ განაჩენში არაა, აქ საქმე ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაში, თავისულების დაკარგვაში, არჩევნების გაყალბებაში, ანაკლიის პროექტის ჩაშლაში, სიღატაკესა და უმუშევრობაში, კორუფციასა და ნეპოტიზმში, ქვეყნის საერთაშორისო, დემოკრატიული, ცივილური სამყაროს რუკიდან გაქრობაში...

ქვეყანა გადასარჩენია, თორემ მალე, ძალიან მალე საბჭოთა კავშირში გავიღვიძებთ!“, - წერს ხაზარაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა