Facebook- მა ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის საკუთარი პლატფორმა დაბლოკა

Facebook- მა ავსტრალიელ მომხმარებლებს საკუთარი პლატფორმა დაუბლოკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ახალი ამბების შინაარსს ვერ ნახავენ ან გააზიარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეიდან ავსტრალიელებისთვის ყველა ადგილობრივი და გლობალური ახალი ამბების საიტის ფეისბუქ გვერდები, აგრეთვე მნიშვნელოვანი სამთავრობო საიტები დაიბლოკა.

კომპანია Facebook-მა ეს ნაბიჯი ავსტრალიაში ინიცირებული კანონის საპასუხოდ გადადგა, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ახალი ამბების შინაარსისთვის გარკვეული საფასურის გადახდის ვალდებულებას აკისრებს.

Facebook- ი და Google-ი ამტკიცებენ, რომ კანონი ინტერნეტის მუშაობასთან შესაბამისობაში არ არის და მათი პლატფორმების უსამართლოდ დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ავსტრალიის ხელისუფლებამ Facebook-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„Facebook- მა ძალიან ყურადღებით უნდა იფიქროს, თუ რას ნიშნავს ეს მისი რეპუტაციისა და მდგომარეობისთვის,” - განაცხადა კომუნიკაციების მინისტრმა პოლ ფლეტჩერმა.

ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ აგრძელებენ კანონის მიღების პროცესს, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატამ ოთხშაბათს დაამტკიცა.

იხილეთ ვიდეო:Facebook-მა ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის საკუთარი პლატფორმა დაბლოკა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა