გაერო - 130 ქვეყანას ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ მიუღია

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების დოზების 75 % მხოლოდ 10 ქვეყანას აქვს გამოყენებული, 130 ქვეყანას კი ჯერჯერობით ვაქცინის არც ერთი დოზა არ მიუღია.

„მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება ვაქცინაციის გლობალური გეგმა, იმისთვის, რომ გაერთიანდეს ყველა, ვისაც გააჩნია საჭირო ძალა, სამეცნიერო ცოდნა, წარმოება და ფინანსური შესაძლებლობები,”- აღნიშნა გუტერშმა.

მისი თქმით, თუკი ვირუსს ტყის ხანძრის მსგავსად გავრცელების საშუალება ექნება, ახალი მუტაციები გამუდმებით გაჩნდება და პანდემია გახანგრძლივდება.

„თუ გლობალურ სამხრეთში ვირუსს ტყის ხანძრის მსგავსად გავრცელების საშუალება ექნება, მისი მუტაცია კვლავ და კვლავ მოხდება. ახალი ვარიანტები შეიძლება უფრო გადამდები და მომაკვდინებელი გახდეს და, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მიმდინარე ვაქცინების და დიაგნოსტიკის ეფექტურობას. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს პანდემია, რაც საშუალებას მისცემს ვირუსს გლობალურ ჩრდილოეთში დაბრუნდეს,” - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

იხილეთ ვიდეო:გაერო - 130 ქვეყანას ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ მიუღია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა