ზაალ უდუმაშვილი - სრულ მზადყოფნაში ვართ სტუმრების მისაღებად

ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში სტუმრების მისაღებად - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილებასთან ერთი საათის განმავლობაში მანქანების მობილიზება ტყუილად არ ხდება.

„ქართული ოცნებისა“ და იმ უკანონობის პირობებში რომლის მომსწრეც დღეს სრულიად საქართველოა, ოპტიმიზმი ნაკლებად გვაქვს. ტელეეთერის საშუალებით ვხედავთ რამდენი მანქანაა მობილიზებული, რა თქმა უნდა, ეს ტყუილად არ ხდება. შეშინებული ხელისუფლება, როგორც ჩანს, ჩქარობს, რომ ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოს გააფორმებინეს, სისრულეში მოიყვანოს. რა თქმა უნდა არაფერი, არაა გამორიცხული, რომ ნიკა მელიას დასაპატიმრებლად დღესვე მოვიდნენ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ნიკა მელია ხელებაწეულებმა ჩავაბაროთ ბიძინა ივანიშვილს, ეს საჩუქარი გავუკეთოთ მას დაბადების დღეზე, ეს აღნიშნავს იმას, რომ აგრესიულები ვიქნებით, მაგრამ ჩვენ დავიცავთ თავს. როცა ხელისუფლება კანონის სახელით უკანონობას სჩადის და ცდილობს პოლიტიკური დევნა ბოლომდე მიიყვანოს, ოპოზიციის ლიდერი ციხეში გამოკეტოს, რა თქმა უნდა წინ უნდა აღუდგე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა