თურქეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას მარტიდან იწყებს

თურქეთი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებას მარტიდან დაიწყებს, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

”ჩვენ მარტის დასაწყისში ვიწყებთ ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესს, ჩვენს პროვინციების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად ოთხ კატეგორიად დაყოფით,” - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებლისა და ვაქცინაციის პროცესის საფუძველზე ქვეყნის პროვინციები „დაბალ“, „საშუალო“, „მაღალ“ და „ძალიან მაღალ რისკის“ ზონებად დაიყოფა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 5.7 დოზაა გამოყენებული.

ცნობისათვის, თურქეთში, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს დღემდე 27 738 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თურქეთში, გასული წლის დეკემბრიდან, სამუშაო დღეებში ე.წ. „ღამის კომენდანტის საათი“ მოქმედებს. შაბათ-კვირას კი „კომენდანტის საათი“ ძალაში მთელი დღის განმავლობაშია. კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 14 იანვრიდან მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო:თურქეთი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას მარტიდან იწყებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო