კვლევა - Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ შესაძლოა მნიშვნელოვნად ნაკლებეფექტური იყოს

ლაბორატორიული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკულმა“ ვარიანტმა, შესაძლოა, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის საშუალებით ინფიცირებისგან დაცვა მნიშვნელოვნად შეამციროს.

კვლევის დროს ვაქცინის შემქმნელი კომპანიებისა და ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის (UTMB) მეცნიერებმა ხელოვნურად შექმნეს ვირუსი, რომელიც შეიცავდა იგივე მუტაციებს, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში პირველად აღმოჩენილი კორონავირუსის, B.1.351–ის სახელით ცნობილი ვარიანტი.

მკვლევარებმა ვირუსი ვაქცინირებული ადამიანის სისხლზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომ მასში მანეიტრალებელი ანტისხეულების დონე 2/3-ით ნაკლები იყო, ვიდრე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ ვერსიაშია დაფიქსირებული.

თუმცა, იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ანტისხეულების რა დონეა საჭირო ვირუსისგან დასაცავად, უცნობია, გახდის თუ არა მათი რაოდენობის 2/3-ით შემცირება ვაქცინას არაეფექტურს ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ.

ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალის პროფესორის და კვლევის თანაავტორის, პეი-იონგ შიმის განცხადებით, იგი მიიჩნევს, რომ Pfizer-ის ვაქცინა ადამიანებს ამ ვარიანტისგან დაინფიცირებისგან მაინც დაიცავს.

”ჩვენ არ ვიცით რა არის გამანეიტრალებლის მინიმალური რაოდენობა,”- აღნიშნა მან და დასძინა, რომ მისი აზრით, დაფიქსირებული იმუნური რეაქცია მნიშვნელოვნად მაღალი იქნება იმ მაჩვენებელთან შედარებით, რაც ვირუსისგან დასაცავად არის საჭირო.

კვლევის დასკვნები New England Journal of Medicine (NEJM) - ში გამოქვეყნდა.

იხიელთ ვიდეო:კვლევა - Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის წინააღმდეგ შესაძლოა მნიშვნელოვნად ნაკლებეფექტური იყოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა