მექსიკაში დააკავეს 6 პირი, რომლებიც კორონავირუსის ყალბი ვაქცინის თითო დოზას 2 000 დოლარად ჰყიდდნენ

მექსიკაში სამართალდამცავებმა 6 პირი დააკავეს, რომლებიც კორონავირუსის ყალბი ვაქცინის თითო დოზას 40 000 პესოდ (დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი) ჰყიდდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწემ, უგო ლოპეს-გატელმა განაცხადა, რომ დაკავებულები ფეიკ ვაქცინებს BioNTech/Pfizer-ის ვაქცინად ასაღებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ყალბ ვაქცინებს მოსახლეობას ნუევო-ლეონის შტატის ქალაქ მონტერეიში მდებარე ერთ-ერთი კერძო კლინიკა სთავაზობდა.

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია მედიკოსების აცრით 24 დეკემბერს დაიწყო. გასული კვირიდან კი ქვეყანაში 65 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება. მექსიკაში ჯერჯერობით კორონავირუსის 1 მილიონი დოზაა გამოყენებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა