ევროკავშირი წელს კორონავირუსის ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს

ევროკავშირი მიმდინარე წელს Pfizer-სა და Moderna-სგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანიები Pfizer-ი და BioNTech-ი ბლოკს თავიანთი ვაქცინის დამატებით 200 მილიონ დოზას, მოთხოვნის შემთხვევაში კი, კიდევ 100 მილიონ დოზას მიაწვდიან. 200 მილიონი დოზიდან 75 მილიონი წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაიგზავნება, დანარჩენი კი - წლის მეორე ნახევარში.

ამასთან, კომპანია Moderna ევროკავშირს ვაქცინის 300 მილიონ დოზას მიაწვდის, რომლის ნახევრის მიწოდება მიმდინარე წელს, მეორე ნახევრის კი - 2022 წელს განხორციელდება. საერთო ჯამში, 2021 წლის ბოლომდე Pfizer-ი ევროკავშირს ვაქცინის 500 მილიონ დოზას, Moderna კი - 360 მილიონ დოზას მიაწვდის. ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მიერ ჯერჯერობით სამი ვაქცინა : Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, Moderna-ს ვაქცინა და AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინაა დამტკიცებული.

„ევრონიუსის“ ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციისთვის აღნიშნული ვაქცინების ორი დოზაა საჭირო, მიმდინარე წლის ბოლომდე 430 მილიონი ევროპელის აცრა გახდება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Our World in Data-ს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ჯერჯერობით მხოლოდ 22.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

იხილეთ ვიდეო:ევროკავშირი წელს კორონავირუსის ვაქცინების 350 მილიონ დამატებით დოზას მიიღებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა