დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

18-19 თებერვალს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საპასუხო ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივ საგარეო საქმეთა მინისტერიალის მე-9 შეხვედრაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ასევე თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

მათივე ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე სხვადასხვა დარგობრივი უწყებებისა და საპარლამენტო განზომილების დონეზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა