ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რამდენიმე პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი

სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებული პროცესები თავად მელიას და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რადგან ნიკა მელიამ შეგნებულად გააკეთა ეს არჩევანი. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამისკენ მელიას, მათ შორის, სააკაშვილმა უბიძგა, ხოლო პოლიტიკურ დევნაზე საუბარი უსაფუძვლოა.

„კარგი იქნება, თუ თავისივე ჩვენებებს, რომელიც საჯაროდ აქვთ გაკეთებული, არ შეცვლიან. მან დემონსტრაციულად განაცხადა, რომ არ დაემორჩილება კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და გააკეთა ის ქმედება, რომელიც გააკეთა. ამის შემდეგ მათ დაინახეს, რომ ეს შიშველი ნაჯახით მოჭრილი თემა იყო და აბსოლუტურად მიუღებელი, ამიტომ შეეცადნენ ამის გასამართლებლად გავრილოვი მოეშველიებინათ და ოპერატიულად გამოიყვანეს კავშირზე გავრილოვი და დაიწყეს სპეკულაცია. გავრილოვიც სიამოვნებით დათანხმდა, რომ ქვეყნის ასარევად მას თავის ჩართულობა გამოემჟაღავნებინა. ამიტომ სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მას კანონიდან გამომდინარე უნდა მიეღო.

ჩვენთვის ყოველთვის საყურადღებოა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების განცხადებები, მაგრამ სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რამდენიმე პროვოკაციული ფიგურის და მათი რევოლუციური სცენარის გამო გააუქმოს სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და საზოგადოებრივი წესრიგი.

პოლიტიკურ პატიმრობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, რადგან საქართველოში არც ერთ ადამიანს არ ეკრძალება პოლიტიკაში თავისუფლად ჩართვა, მედია, ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია, ყველანაირი შეკრება რაც კონსტიტუციით გარანტირებულია, უზრუნველყოფილია, მაგრამ როცა გარკვეული პოლიტიკოსები ხედავენ, რომ კონსტიტუციური და კანონიერი გზებით ვერ აღწევენ გამარჯვებას, იწყებენ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციური სცენარების განხორციელებას, რა თქმა უნდა, იქ უკვე დემოკრატიას აქვს ლეგიტიმური, კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლება, რომ ქვეყანა არ წაიყვანოს ქაოსისკენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება დიალოგს, მის გაგრძელებას ყოველთვის აქვს აზრი, „თუ ის მხარე არ გაყვება იმ ინსტრუქციას, რაც კიევიდან მიშა სააკაშვილისგან მიიღეს - სრული დამოურჩილებლობის თაობაზე პოლიციელებზე სახლში მივარდნასა და რევოლუციურ სცენარებზე უარს იტყვიან, დიალოგი ავტომატურად აღდგება".

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა