გიორგი ბარამიძე - ახლა არალეგიტიმურობის და ამ რეჟიმის ხრწნის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ

ახლა არალეგიტიმურობის და ამ რეჟიმის ხრწნის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გადადგომის თაობაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გიორგი გახარიას გადადგომამდეც იყო.

„პოლიტიკური კრიზისი აქამდეც დიდი იყო, გახარიას გადადგომამდეც. საქართველოს მოსახლეობის 52%-მა ზურგი შეაქცია ამ რეჟიმს. 52%-მა უთხრა ივანიშვილის რეჟიმს, გადადი ოპოზიციაში, თუ ამის უნარი გაქვს, მაგრამ ივანიშვილს აქვს მცდელობა, მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. მას სურს, ქართველი ხალხის ნების, უმრავლესობის საწინააღმდეგოდ დარჩეს ხელისულებაში. ეს უკვე არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი იმიტომ, რომ ჩვენ ლეგიტიმური პარლამენტი არ გვყავს. არც აქამდე გვყავდა ლეგიტიმური მთავრობა. უბრალოდ, ახლა ამ არალიგიტიმურობის და ამ რეჟიმის ხრწნის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ვიხილეთ. ეს არის ქართველი ხალხის, ყველა პატრიოტის პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ხილული გამარჯვება. მანამდე ძალიან დიდი გამარჯვება იყო ის არჩევნები, რომლითაც ხალხმა ზურგი აქცია ივანიშვილს. წინ შემდეგი გამარჯვებები გველოდება, აუცილებელად გავიმარჯვებთ. ნიკა მელიასაც დავიცავთ და ეს რეჟიმიც აუცილებად დასრულდება“,- განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა