დავით ბაქრაძე - ნებისმიერი მცდელობა, გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას, წინასწარ განწირულია

მიუხედავად გიორგი გახარიას მიმართ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ, მე პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც მან გადადგა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომამ გააჩინა შანსი, „ქართული ოცნება“„გონს მოეგოს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“.

„მინდა ვუთხრა „ქართული ოცნების“ იმ გუნდს, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება. თქვენმა პოლიტიკამ, თქვენმა უგუნურებამ საკუთარ ძალაუფლებაზე და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და საქართველოს მომავლის პერსპექტივა კიდევ უფრო უკან გადაიწიოს.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია, ნებისმიერი მცდელობა გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს და დააკომპლექტებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, წინასწარ განწირულია და დესტაბილიზაციისკენ ნაბიჯი იქნება.

მინდა „ქართული ოცნების“ დარჩენილ გუნდს მოვუწოდო, ახლა მაინც დაანებონ თავი იმ კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც ასეთ კრიზისში შეიყვანა „ქართული ოცნება“ და ამხელა საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

მოლაპარაკებების გზა არის ერთადერთი გზა. მიუხედავად გიორგი გახარიას მიმართ ჩემი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებისა 20 ივნისის შემდეგ, მე პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც მან დღეს გადადგა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩინა შანსი, „ქართული ოცნება“ მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“,-აცხადებს ბაქრაძე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, კი შსს-მ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა