ნიკა მელია - ხელისუფლება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, ბატონ კობახიძეს სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჩემი დაკავება ჰქონდა

ხელისუფლება ამ ქვეყანაში იცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კობახიძე იმ მდგომარეობაში აღარ არის, რომ ხალხის ნების ზურგის შექცევა შეძლოს.

„ბატონი კობახიძე აღარ არის იმ მდგომარეობაში, რომ ხალხის ნების ზურგის შექცევა შეძლოს. ეს ცხადზე უცხადესია! ელემენტარული ალღოა საჭირო, რომ დავრწმუნდეთ - ხელისუფლება ამ ქვეყანაში იცვლება. ხელისუფლება ამ ქვეყანაში მშვიდობიანად შეიცვლება და ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. ბატონ კობახიძეს სულ რამდენიმე საათის წინ გეგმაში ჩემი დაკავება ჰქონდა, რაც თავშივე უსაფუძვლო იყო“, - განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა