ზურაბ ჯაფარიძე - იმედი მაქვს, გონს მოეგებიან, დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და შეასრულებენ იმ ოთხ პუნქტს, რაც ოპოზიციამ დადო

„გახარიას გადადგომა, მოულონდელი იყო, მაგრამ კარგია, რომ საჯაროდ გამოიტანა მიზეზი, რის გამოც გადადგა“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორად მოიქცა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სწორია. სწორია ის, რომ არ მიდიან ფიზიკურ დაპირისპირებამდე, რაც პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებდა და კატასტროფის წინაშე დაგვაყენებდა. რაც შეეხება გახარიას გადადგომას, მოულონდელი იყო, მაგრამ კარგია, რომ საჯაროდ გამოიტანა მიზეზი, რის გამოც გადადგა. საბოლოოდ ეს აჩვენებს, თუ რამდენად ღრმა არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ისედაც იყო, მაგრამ მელიასთან მიმართებაში გამოტანილი გადაწყვეტილება ეს კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეასრულოს ის პუნქტები, რომელზეც შეხვედრების დროს შეთანხმდენენ. აქედან გამოსავალი არის ერთადერთი - „ქართული ოცნება“ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან უცხოელ მედიატორებთან ერთად, სადაც დევს შეთანხმების ოთხი პუნქტი და ოთხივე არის შესასრულებელი. ყველაზე მთავარი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის შეცვლა და ხელახალი არჩევნები. რაც მალე მიხვდება „ოცნება“, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, მით უკეთესი, რაც უფრო გვიან მიხვდებიან მით უფრო ძვირად დაუჯდებათ. „ქართული ოცნება“ ისევ ცდილობს ძალის დემონსტირებით მოახდინოს სიტუაციის გადატეხვა, რაც არ გამოუვა. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და შეასრულებენ იმ ოთხ პუნქტს, რომელიც დადო ოპოზიციამ“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა