სალომე სამადაშვილის განცხადებით, უახლოეს საათებში ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან  საქართველოს შესახებ ოფიციალური განცხადებებია მოსალოდნელი

ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დატოვა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განცხადა, უახლოეს საათებში მოსალოდნელია საქართველოს შესახებ ოფიციალური განცხადებები ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. მისი თქმით, ელჩთან ისაუბრეს გიორგი რურუას საკითხზე და ასევე, იმაზე, როგორ ესახებათ მოლაპარაკებების გაგრძელება იმისთვის, რომ ქვეყანაში "სამართლიანი და თავისუფალი ვადამდელი არჩევნები შედგეს".

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებში თუ არა, დღეს და ხვალ იქნება ძალიან მკაცრი გზავნილები ბრიუსელიდან. შესაბამისად, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის სახელით ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავლი ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმაა, რომელიც შეთანხმდა ჩვენი პარტნიორების მონაწილეობით ჯერ კიდევ 8 მარტს, ეს ნიშნავდა ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას",- განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა