ბელარუსის სასამართლომ 2 ჟურნალისტს საპროტესტო აქციების გადაღების გამო პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ ორ ბელარუს ჟურნალისტს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გადაღების გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაპატიმრებულები პოლონური ტელეკომპანია Belsat-ის თანამშრომლები არიან.

27 წლის კატერინა ანდრეევა და 24 წლის დარია ჩულცოვა საკუთარ ბინაში დააკავეს, საიდანაც ისინი ერთ-ერთი დემონსტრანტის გარდაცვალების გამო გამართული საპროტესტო აქციის გადაღებას აწარმოებდნენ.

ჟურნალისტები საპროტესტო აქციების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით ვიდეოკამერა, მიკროფონი, მობილური ტელეფონები, და მეხსიერების ბარათები წარადგინა.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტების დაკავება დაგმეს.

შეგახსენებთ, ბელარუსის ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი გასული წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. აქციების ძალადობრივი დარბევის შედეგად დღემდე 33 000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო