"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებმა გვირგვინი მიიტანეს

სამოქალაქო მოძრაობა "საქართველოსთვის" "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქციას მართავს. პარალელურად კი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. აქტივისტები "ქართული ოცნების" იმ წევრების მიმართ, ვინც შენობაში შედიან, სკანდირებენ - "მონა, მონა".

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ამით საზოგადოების მოთხოვნა, რომ გაიმართოს ვადამდელი არჩევნები, უცვლელი რჩება.

აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს ბანერი წარწერით "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს".

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა აქციაზე მიიტანეს გვირგვინი წარწერით -„ოცნების დასასრული“.

"გახარია, ფიქტიური პრემიერი გავუშვით და ამით გინდათ გადაფაროთ დღევანდელი დღე, ასე ვერ მოხდება. ვერაფერი გიშველით ვერც კონკრეტული პირების გათავისუფლება და ვერც დანიშვნა. აუცილებელი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება" , - აცხადებს აქტივისტი გიორგი მუმლაძე.

იხილეთ ვიდეო:"ქართულ ოცნებასთან" სამოქალაქო ატივისტები აქციას მართავენ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა