სომხეთში მოსახლეობის ვაქცინაცია AstraZeneca-ს, Pfizer-სა და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენებით დაიწყება

სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია AstraZeneca-ს, Pfizer-სა და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენებით დაიწყება, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ანაიტ ავანესიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია, სავარაუდოდ მარტში დაიწყება და რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს უფასოდ აცრიან.

„მცირე რაოდენობით ვაქცინები სომხეთში უკვე გამოყენებულია, კერძოდ, რამდენიმე ადამიანი Sputnik V- ით აიცრა, რომელიც რუსეთიდან საჩუქრად მივიღეთ. უახლოეს მომავალში სომხეთი მეტ დოზას მიიღებს და შესაძლებელი გახდება ვაქცინაციის დაწყება უფრო ფართო საზოგადოებრივი წრეებისთვის. რისკის ჯგუფში შემავალი მოქალაქეები ვაქცინას უფასოდ მიიღებენ, რაც შეეხება ვაქცინის ფასს სხვა მოქალაქეებისთვის, ეს ჯერჯერობით უცნობია”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა მხოლოდ იმ ვაქცინების იმპორტს განახორციელებს, რომლებმაც კლინიკური კვლევების მესამე ეტაპი წარმატებით გაიარეს.

„ჯერჯერობით, პროფესიულმა კომისიამ, ექსპერტებმა მხოლოდ AstraZeneca-ს, Pfizer-სა და რუსული Sputnik V-ს ვაქცინების გამოყენება განიხილეს. სომხეთის მიერ იმპორტირებული ვაქცინების რაოდენობა რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ ღირებულებაზე და იმაზე, თუ რა თანხის გადახდა შეუძლია სახელმწიფოს,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო:სომხეთში მოსახლეობის ვაქცინაცია AstraZeneca-ს, Pfizer-სა და Sputnik V-ის ვაქცინების გამოყენებით დაიწყება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო