BBC - შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების პროტესტის ნიშნად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა რისკები

შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურის ციხეში ჩასმის რისკები, - ამის შესახებ BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას ქმედება წინააღმდეგობაშია პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრებთან, რომლებიც მკაცრი, უკომპრომისო პოლიტიკის დამცველები არიან.

„მათ სურთ ნიკა მელია კანონის უპატივცემულობის გამო დასაჯონ“,- წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას.

„საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას. ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა გასული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც, მათი თქმით, გაყალბდა, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ამომრჩევლებს შორის არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგად საქართველოს, პირველად, კოალიციური მთავრობა ეყოლებოდა. ამის ნაცვლად, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა,“- აღნიშნულია სტატიაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა