არჩილ თალაკვაძე - საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს - „ქართულ ოცნებას“ ასევე განსაზღვრული აქვს სამომავლო ნაბიჯები წარმატებისთვის

საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს სამთავრობო პოლიტიკის უწყვეტ განხორციელებას მოქალაქეთა საკეთილდღეოდ.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ სამთავრობო პოლიტიკის და ფუნქციების უწყვეტად განხორციელებას ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. „ქართული ოცნება“-ს ასევე განსაზღვრული აქვს სამომავლო ნაბიჯები წარმატების მისაღწევად“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს