სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიტროპოლიტი პორფირი უხელმძღვანელებს

სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი მეთაური ჰყავს. 46-ე პატრიარქად მღვდელმთავართა კრებამ ზაგრები-ლუბლიანსკის მიტროპოლიტი პორფირი აირჩია.

პატრიარქის არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ გასული წლის 20 ნოემბერს სერბეთის ეკლესიის მეთაური ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა.

პატრიარქის არჩევნები ბელგრადში, წმინდა საბა სერბელის სახელობის ტაძარში გაიმართა. უახლოეს პერიოდში პატრიარქის ტახტზე არჩეული მიტროპოლიტის ინტრონიზაცია გაიმართება, რის შემდეგაც ის ოფიციალურად დაიკავებს პირველი მღვდელმთავრის ტახტს.

სერბეთის ეკლესიის ტრადიციის თანახმად, თავდაპირველად ეპისკოპოსები, მთავარეპისკოპოსები და მიტროპოლიტები გამოარჩევენ თავისი რიგებიდან სამ მეტნაკლებად ღირსეულ კანდიდატს. შემდეგ კონვერტში ჩადებული მათი სახელები მოთავსდება სახარებაში, საიდანაც ერთ-ერთ კონვერტს ე.წ. ბრმა წესით ამოარჩევს ერთ-ერთი მონასტრის ყველაზე პატივცემული მონაზონი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა