გერმანიის პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ 20-ზე მეტ ადგილას რეიდი მოაწყო

ბერლინსა და ბრანდენბურგში რამდენიმე ასეულმა პოლიციელმა და სპეცდანიშნულების ოფიცერმა 20-ზე მეტ ადგილას რეიდი მოაწყო.

როგორც „როიტერი“ გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რეიდები ორგანიზებული დანაშულის, გამოძალვის, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეების გამოძიების ფარგლებში მოეწყო. პოლიციამ განმარტა, რომ რეიდები ფედერალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ბერლინისა და ბრანდერბურგის საგადასახადო-საგამოძიებო ორგანოების გამოძიების შედეგია, გასული წლის ნოემბერში არაბულ და ჩეჩნურ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ.

გამოძიების ინფორმაციით, რეიდებისას ორი ადამიანი დააკავეს. პოლიციის ცნობით, გამოძიების ფოკუსი იყო "ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით, მათ შორის საბრძოლო იარაღით ვაჭრობა, ასევე საქმე ეხება სხეულის დაზიანებას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს