რუსეთმა ესტონელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

მოსკოვი ესტონელ დიპლომატს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია ესტონეთის მიერ რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების საპასუხოდ.

„ესტონეთის ახალმა მთავრობამ, შესაძლოა, გადაწყვიტა ამგვარად ეჩვენებინა ლოიალობა თავისი კურატორებისადმი ვაშინგტონსა და ბრიუსელში, რომელმაც სრულიად უსაფუძვლოდ გამოაცხადა პერსონა ნონ-გრატად რუსი დიპლომატი“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი კულტურისა და განათლების საკითხებს კურირებდა. ზახაროვას თქმით, ეს ის სფეროებია, რომლებშიც მოსკოვსა და ტალინს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ ნარჩუნდება.

რუსეთის საგარეო უწყებაში მოსკოვში ესტონეთის ელჩი უკვე დაიბარეს, რომელსაც გადაწყვეტილების შესახებ ეცნობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა