Bloomberg: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციის დაწესების საკითხს 22 თებერვალს შეათანხმებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვლის შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს შეათანხმებენ, რომელიც რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას უკავშირდება. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ორ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომლებიც აღნიშნულ საკითხში არიან ინფორმირებული.

სააგენტოს მონაცემებით, ნაკლებადსავარაუდოა, რომ სანქციები მიმართული იქნება რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. მათ ნაცვლად, შეზღუდვები შეეხება რუს მაღალჩინოსნებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც კავშირში არიან ნავალნის საქმესთან.

სააგენტოს მიხედვით, მინისტრების გადაწყვეტილება იქნება პირველი ნაბიჯი იურიდიული პროცესისთვის, რომელიც გამოიწვევს სანქციების დამტკიცებას მარტისთვის. სანქციები მოითხოვს 27 წევრი ქვეყნის თანხმობას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა