აშშ ბელარუსის 43 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, მათ შორის სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის მიერ მომიტინგეების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო.

”ჩვენ მამაცი ბელარუსი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები განაგრძობს საერთაშორისო მცდელობებს, ხელი შეუწყოს ბელარუსში საარჩევნო დარღვევების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების დამოუკიდებელ გამოძიებას,” - აღნიშნა ბლინკენმა.

აშშ სანქცირებული პირების სიას არ ასაჯაროვებს, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები არიან, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მათ შორის ასევე არიან მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტებისთვის პატიმრობის მისჯის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ.

დაწესებული სანქციის გამო, აღნიშნულ 43 პირს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო