ესპანეთში დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერი აქციები გრძელდება, დაკავებულია 80-მდე პირი

ესპანეთის ქალაქებში სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქების ბრალდებით დაპატიმრებული რეპერის მხარდამჭერი აქციები გრძელდება.

წუხელ კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ : „თავისუფლება პაბლო ჰაზელს!“ და „ესპანური მედია, მანიპულატორები!“ მომიტინგეთა ნაწილმა ნაგვის ურნები დაწვა, ბარიკადები აღმართა და სპეცრაზმს ქვები, ბოთლები და სხვა საგნები დაუშინა.

ქალაქ ვალენსიაში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელკეტები გამოიყენა და სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა.

აქციების დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, 80-მდე ადამიანია დაკავებული, 100-ზე მეტი პირი კი - დაშავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიის რეგიონალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, მოხვდა თუ არა პოლიციის მიერ ნასროლი ე.წ. „ქაფის ტყვია“ აქციის მონაწილე ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელმაც თვალი დაკარგა.

32 წლის რეპერი პაბლო ჰაზელი ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ლერიდაში დააკავა. მას სამეფო გვირგვინის შეურაცხყოფისა და ტერორიზმის ქებისთვის ცხრათვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა