ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს დაუყოვნებლივ გაუგზავნონ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, თავიანთი ვაქცინების 4-5% სასწრაფოდ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზის ან მილიარდობით ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფაზე. საქმე ეხება იმ დოზების 4-5% სწრაფად გამოყოფას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არ შეცვლის ჩვენს ვაქცინაციის კამპანიებს. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს კუთვნილი დოზების მცირე რაოდენობა, მაგრამ ძალიან სწრაფად,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა Financial Times- თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ვაქცინის გაზიარების ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მას აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება.

„ასეთი სქემის არარსებობის შემთხვევაში, ჩინეთი და რუსეთი ავსებდნენ სიცარიელეს, რაც ვაქცინებთან დაკავშირებული გავლენის ომისკენ გზას ხსნიდა”, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, თუ ვაქცინების სამართლიანად განაწილება ვერ მოხერხდა, ეს ხელს შეუწყობს გლობალური უთანასწორობის გამყარებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა