ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და სასწრაფოდ იმოქმედონ ამ კრიზისის მოსაგვარებლად

მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისს. საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოვუწოდებ, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ და მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით სასწრაფოდ იმოქმედონ ამ კრიზისისა და მათ შორის არსებული არსებითი უთანხმოების მოგვარების მიზნით. მჯერა, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატია ერის უზარმაზარი პოტენციალის განმუხტვის ერთადერთი გზაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ჯერალდ კონოლი კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი გამოხატავს საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას და ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების მნიშვნელობას.

„სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, უპირისპირდება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში შემავალი სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას. სულ რაღაც ათი დღის წინ, აშშ-ის კონგრესში კვლავ წარვადგინე საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს კანონპროექტი აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე. ამასთან, იგი ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების მუდმივი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, საჯარო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის გადალახვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა და ნდობისთვის აუცილებელი პირობების შექმნით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ საქმეში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან არსებული ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს