ზაალ უდუმაშვილი - თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა - აუცილებლად მოუწევს წასვლა

თამარ ჟვანიას წასვლა აუცილებლად მოუწევს. ხელისუფლება ახლა, სავარაუდოდ, განტევების ვაცებს ეძებს იმის თაობაზე, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან რაღაცნაირად გამოძვრეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

მისი თქმით, თამარ ჟვანია განტევების ვაცი ვერანაირად იქნება.

„თამარ ჟვანია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა. ის არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის მთავარი შემსრულებელი. შესაბამისად, თამარ ჟვანია ახლა კი არა, პირველ ნოემბერს უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან საკუთარი განცხადებით. ახალა, მისი გადადგომა-არგადადგომა რეალურ სურათს ვერ შეცვლის. ის, რომ ჟვანია უნდა გადადგეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ ჟვანიას გადადგომასთან ერთად მთლიანად თუ არ შეიცვალა საარჩევნო სისტემა და ახლიდან არ დაკომპლექტდა ცესკო, იქ, ახალი თამარ ჟვანია ეყოლება გამზადებული „ქართულ ოცნებას", რომ დანიშნოს. რაც მთავარია, ეს მოქმედებები ვერაფრით იქონიებს გავლენას ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, რაც არის ხელახალი არჩევნები, რომელიც აუცილებლად დაინიშნება იმის მიუხედავად, თუ რა დანიშვნებს გააკეთებს „ქართული ოცნება", - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა