ხატია დეკანოიძე - მოლაპარაკებები საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე ერთადერთი გზაა, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს

პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გრძელდება კიდე უფრო გამწვავდება ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებით - მოლაპარაკებები საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე არის ერთადერთი გზა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზის , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი სრულად განიმუხტება მაშინ, თუ მოხდება პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრულიად ახალი რეფორმირება.

„მთელი ოპოზიციური პარტიები გამოსავალს და მნიშვნელოვან ნაბიჯს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ვხედავთ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში. კრიზისი, რომელიც გრძელდება, ეს კრიზისი კიდე უფრო გამწვავდება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებით. მაშინ როდესაც ამ მძიმე სიტუაციაში ხელისუფლება აპირებდა შტურმი მიეტანა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, მაშინ როდესაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გამოუტანა სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მაშინ როდესაც მძიმეა კრიზისი ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად არის ერთადერთი მნიშვნელოვანი გამოსავლი, რომელიც აუცილებელია,რომ მოხდეს ქვეყანაში მიმდინარე წელს. ასევე, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლებით, პოლიტიკური საქმეების შეწყვეტით და რა თქმა უნდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრულიად ახალი რეფორმირებით, მოლაპარაკებები ვადამდელ რიგგარეშე არჩევნებზე არის ერთადერთი გზა, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს“ , - განაცხადა დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა